“ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში” - კახა კალაძე

„ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩვის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ჯგუფებს ქვეყნის გარედან აფინანსებენ და აძლევენ დავალებებს, რათა საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება წაახალისონ.

 

„ქართველი კაცი თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით, კულტურით, ტრადიციებით, არასდროს იკადრებს, რომ მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან ეს უსამშობლო აგენტები. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ადრე, როცა ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, საპასუხოდ ვიღებდით ქილიკს, დაცინვას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, ხელისგულზე დაგვიდო ფაქტები და განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულნი იყვნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, გარკვეული პროცესებისთვის შეეწყოთ ხელი. ეს თანხები ვითომ „ენჯეო“ სექტორის გავლით შემოდიოდა ქვეყანაში, ხმარდებოდა პოლიტიკურ პროცესებს, ამ ტიპის აკაცუკების აღზრდას, რაც ძალიან სამწუხაროა და ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ძალიან მძიმეა ის შედეგი, რაც მივიღეთ მათი სახით. ასეულობით მილიონია დახარჯული, რომ ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნილიყო.

 

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ჩვენ ბოლო სერიაში შეიძლება ვნახოთ ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე. აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში. საქართველოში არსებულ რადიკალურ დაჯგუფებას თავიანთი პატრონები ჰყავთ ელჩების სახით. შესაბამისი თანხები და დავალებები გარედან შემოდის და ეს კონკრეტული ელჩები პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ  სიძულვილი, ბოროტება და ხალხის დაპირისპირება წაახალისონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წაკითხვა 170 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 13 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.