29 დეკემბერს, ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ (წერეთლის #4), გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ საახალწლო ბაზრობას გამართავს.
30 დეკემბერს, 14:00 საათზე ქუთაისის მერია და სასტუმრო ,,Best Western Kutaisi" პატარა ქუთაისელი მხატვრის - ვან გეგას ნახატების გამოფენა-გაყიდვაზე გეპატიჟებათ.
31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლებელია მცირე თოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
ბექა პატარკაციშვილმა გაავრცელა ამონარიდი “არტარეას” საახალწლო მილოცვიდან, ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხს შობასა და ახალ წელს ულოცავს ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე. ის მილოცვაში აღნიშნავს, რომ უპირველესად, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს.
მსახიობის მიმართვას უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე.
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ,,თიბისი გალერეაში'' ქალაქის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით ვირტუოზი პიანისტი დავით ალადაშვილი კონცერტს გამართავს.
სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვას უცხოელები გაზაფხულიდან შეძლებენ.