არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა ან რა სიძლიერის იქნება ის,- ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადამიანებს, რომლებიც მხედველობისთვის სათვალეს ატარებენ, რჩევას აძლევს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, სამუშაოების განმახორცილებელი კომპანიის თხოვნით, მეტრო მუშაობას 23:00 საათზე ასრულებდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის პირველ ტალღას მომზადებული შეხვდა, მეორე ტალღისთვისაც მზად უნდა იყოს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქორწინების თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სიყვარულს მხოლოდ თავისუფლება უხდება.