ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა. 52 წლის კაცი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს.
პაციენტს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და თბილისის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.
ქუთაისის ინფექციურში აცხადებენ, რომ მამაკაცი გერმანიიდან 8 ივნისს ჩამოვიდა და საკარანტინე სივრცეში ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ინფექციურში მოათავსეს. ქუთაისში გადმოყვანა მისი სურვილით მოხდა, რადგან ის წარმოშობით ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა.
მათივე ინფორმაციით, 52 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას თანმხლები დაავადებები არ აქვს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 4 პაციენტი მკურნალობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
