ქობულეთში გამოავლინეს რძის არარეგისტრირებული საწარმო, რომელიც სანიტარული ნორმების დარღვევით მუშაობდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.
მათი განცხადებით, მეწარმე, რომელიც კლდიაშვილის 18 ნომერში საქმიანობდა, რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა.
ამასთანავე, ის საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე.
ინდმეწარმე ამზადებდა ყველს, შებოლილ სულგუნსა და მაწონს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი.
მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3575 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 31 არარეგისტრირებული საწარმო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
