February 4, 2026

ნოემბერი 22 2019 წაკითხვა 778 ჯერ

ოპოზიციის წარმომადგნელებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ, ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ უზრუნველყოფს. ყოველი ხუთშაბათი „ბოქლომის დღე" იქნება, - ასეთია ოპოზიციის განაცხადი, რაც შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც კი გაგრძელდეს. საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირაში კენჭისყრაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული საკანონმდებლო პროექტი ჩაააგდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია / „არცერთ უწყებას არ ექნება სიმშვიდე - არც საკრებულოს, არც მერიას, არც პრემიერ-მინისტრს, არც ქალაქის მერს...”

ნოემბერი 22 2019 წაკითხვა 792 ჯერ

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება, ეს ის საფრთხობელაა, რომელსაც "ქართული ოცნება" დღემდე სათავისოდ კარგად იყენებს და რომელსაც რეალურად ადამიანები ქუჩაში არ გამოჰყავს, ეს ის დაუსრულებელი წრეა, რომელზეც დღემდე საქართველოს მოსახლეობა ტრიალებს - ამ სიტუაციაში მოვლენების განვითარების როგორი სცენარია მოსალოდნელი. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 25 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. მათი განმარტებით, ისინი ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი, საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე / "თუ "ოცნება“ თავისივე შეცდომებში გაიხლართა ეს საერთაშორისო იზოლაციისკენ წასვლას გამოიწვევს“

ნოემბერი 22 2019 წაკითხვა 1018 ჯერ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა აცხადებს, რომ 11 წელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანონოდ მოქმედებს „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“.

ნოემბერი 22 2019 წაკითხვა 736 ჯერ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს კრისტოფ კასტანერს შეხვდა.

ნოემბერი 22 2019 წაკითხვა 799 ჯერ

მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში რაიმე სახით იყოს დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნოემბერი 21 2019 წაკითხვა 1075 ჯერ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს.

გვერდი 698 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.