პარლამენტთნ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაწვეს საბჭოთა კავშირის დროშა - ამ ფორმით ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ "რუსეთის იმპერიაში საქართველოს დაბრუნების მცდელობა" გააპროტესტა.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ივანიშვილის გუნდის პოტენციური გეგმებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მზადაა ქართული ოცნება ნებისმიერი სტილის არჩევნებში დაამარცხოს.
"შეიძლება ოპოზიციისთვის საქილიკო იყოს ეს ვიზიტები, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, რადგან ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყდება როგორ წავა პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს აშშ-ში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვაშინგტონში ვიზიტებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე - ძაბირაძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. შეკითხვა, ბავშვთა სიღარიბის შესახებ უმრავლესობის წევრს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა.
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო.
