"სასჯელი არ არის სასტიკი, როცა ადამიანი არღვევს კანონს და ამას განზრახ აკეთებს" - ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ექიმისთვის „სასჯელის სახით ერთი წელი და 9 თვის მისჯა, ადეკვატური ზომაა“.
„მე ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის მკაცრი ან სასტიკი. პირმა, რომელიც არღვევს კანონს, პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როცა ადამიანი ამას განზრახ აკეთებს, ეს დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ამ სიტუაციის პოლიტიზაცია ხდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვის განცხადებით, დასავლელი და ქართველი პოლიტიკოსები ქართველი მხარის მიერ საერთაშორისო სასამართლის ნორმების დარღვევაზე არ რეაგირებენ და ამ კონტექსტში ე.წ. საზღვართან პოსტის განთავსებაზე საუბრობს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ, ყველანაირი სამართლის ნორმების დარღვევით განათავსა პოსტი საზღვარზე, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მაშინ როცა ადამიანი გამიზნულად მიდის დანაშაულზე, ამ ფაქტისგან პოლიტიკას აკეთებენ“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დე-ფაქტო პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
