June 10, 2026

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 873 ჯერ

“დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები არ წყდება, სადაც საუბარია სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფასა და დემოკრატიის კურსის შენარჩუნებაზე. ამას ემატება ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილების ახალი სერია. ანალიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი დასავლეთის მხრიდან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერაზე, რაც არჩევნების შემდეგ უკვე სხვა სახეს მიიღებს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთი რამდენად ლეგიტიმურად ცნობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვისზე გააკეთებს ფსონს დასავლეთი წინასაარჩევნოდ / "დამოკიდებულია იმაზე, რომელი პოლიტიკური ძალა დაარწმუნებს, რომ ის იქნება მისი ინტერესების შეუვალი გამტარებელი“

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 1116 ჯერ

"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ქართველ მოსახლეობაში მშობლიური ენა აქტიურად იდევნება. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებს ჩამოართვა წამლები ქართული წარწერებით. ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალგორი ქართველების გარეშე - "პროცესი მიდის ახალგორის დაცლისკენ, რომ იქ ქართველები საერთოდ არ დარჩნენ"

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 819 ჯერ

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 846 ჯერ

„ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 907 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მღთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია.

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 759 ჯერ

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება.

გვერდი 694 სულ 745
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.