პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 10 თვეში, მივლინებებში, მილიონ 400 000 ლარზე მეტი დახარჯა
პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 10 თვეში მივლინებებში ერთი მილიონ 400 000 ლარზე მეტი დახარჯა.
სამივლინებო ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.
10 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა. უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800 ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი თანხა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას აშშ-ში ვიზიტის დროს აქვს დახარჯული. აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში, უშუალოდ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯი 144 616 ლარს შეადგენს, ადმინისტრაციის დანარჩენმა თანამშრომლებმა კი, აშშ-ში, ამავე ვიზიტის პერიოდში, 131 845 ლარი დახარჯეს. აშშ-ის შემდეგ ყველაზე მოცულობითი თანხა პრეზიდენტმა და მისმა ადმინიტრაციამ საფრანგეთში, პარიზში ვიზიტისას დახარჯეს (85 297.45 ლარი). ყველაზე მცირე თანხა კი დანიაში, კოპენჰაგენში ერთდღიანი ვიზიტისას დაიხარჯა და ის 2 279 ლარს შეადგენს.
აღნიშნული ხარჯები 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში