June 10, 2026

თებერვალი 08 2020 წაკითხვა 876 ჯერ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ოპოზიციონერი ლიდერები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვენ.

თებერვალი 07 2020 წაკითხვა 1337 ჯერ

"3 000-კაციანი სამხედრო წვრთნები, როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნების დონის არაა, ეს უბრალოდ სამხედრო მუსკულების დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ" -ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხების საკითხებში ვახტანგ მაისაია ონლაინ გამოცემა "კავკასკი უზელ"-ში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლში სამხედრო წვრთნები დაიწყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთმა საქართველოს სიახლოვეს “ისკანდერების” სარაკეტო კომპლექსი წვრთნებში პირველად გამოიყენა

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 886 ჯერ

“რომელ პარტიას რამდენი პროცენტი ექნება, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. საერთოდ, პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სპეციალური ფოკუს-ჯგუფების შედეგად დგება, ამით იზომება რეიტინგი და ამით ვიღებთ ზუსტ ობიექტურ სურათს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შეფასებისას. ის მიიჩნევს, რომ პარტიის რეიტინგის მიახლოებული სურათის დადგენა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ორი-სამი გამოკითხვის შედეგების შეჯერებისას შეიძლება. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ოთხშაბათს გამართული პიკეტირება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არჩევნების ჩატარების პროპორციული ფორმა მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას“ - ზაალ ანჯაფარიძე.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 854 ჯერ

“ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია” - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს ვაშინგტონში. აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილების მიღების შემდეგ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით თებერვალში, ვაშინგტონში მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმში. მინისტრი უკვე შეხვდა კონგრესმენებს; დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. უახლოეს დღეებში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. გაზაფხულზე კი იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით ზურაბიშვილი: “ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 940 ჯერ

“ბოლო რამდენი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს და საერთოდაც, არსებობს თუ არა ეს პრობლემა ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა ფონდ “იუნისეფის” ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. ამ საკითხის ასეთი გააქტიურება პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის გამოხმაურება მოჰყვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ და “თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული”. არველაძის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატაიაში სათაურით მთავრობა ბავშვთა შიმშილობას აღიარებს, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 1204 ჯერ

ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ.

გვერდი 699 სულ 745
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.