“ყველაფერს თმობს ქართველი [სამშობლოს გარდა], არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი. აქამდე ეს ქვეყანა იმიტომ მოვიდა, რომ ამ ღირებულებაზე ვართ ყველა ჩამოკიდებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან ზეწოლის ბევრი იარაღი იქნა გამოყენებული ქართველ ხალხზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
“ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
“ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
