"ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"

საქართველოს არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეპყრობილები. რასაკვირველია, ბევრნი ვერ იქნებიან, მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ 13 სექტემბრის საპროტესტო აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა გამოვიდა.

„გუშინდელ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა იყო. როცა ამდენი პარტია და ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ამხელა მხარდაჭერას იღებს საზღვარგარეთიდან და ამ სცენარზე არის კონცენტრირებული, რასაკვირველია, „ხაბეიშვილები“ ელოდებოდნენ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა ისინი, ვინც გამოვიდნენ, ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი რაღაც გარკვეული იდეითაა შეპყრობილი, რომელიც წმინდად ანტიქართულია. არსებობს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, მაგრამ ფაქტია, საქართველოს არ უწერია არსებობა, თუ „ქართული ოცნება“ იმ სცენარს აჰყვება, რომელსაც რევოლუციური სცენარი ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას საგარეო კურსი არ შეუცვლია და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი.

„საქართველოს არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ადამიანები ამ ორი იდეის გარშემო არიან შეპყრობილები. რასაკვირველია, ბევრნი ვერ იქნებიან, მათ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ აჰყვება. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ ნგრევა, რომელსაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილებით და სხვა გვარებით გვთავაზობს, არის ის გზა, რომელიც ქართულ ოჯახებს დაანგრევს, მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს. აქ არის შეპყრობილი ხალხი, სექტანტები, „ოლეთა სექტა“, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული მცდარი, არარეალობაზე აგებული მოსაზრებები ჩამოუყალიბდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წაკითხვა 119 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.