ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზეზზე. მისი თქმით, ამ არჩევნებში მონაწილეობით „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებაზე საუბარი სისულელეა.
სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება საქართველოსთან გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა. ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ახლები“ ხომ ამბობენ და ძველები – ნაცები რომ არ მივიღებთო, შეიძლება წინა დღეს დაურეკონ უცხოეთიდან და მიაცუნცულონ რეგისტრაციაზე ცესკოში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ევროკომისიის მიერ “ქართული ოცნებისადმი” წაყენებული 8 პუნქტის შეუსრულებლობამ, შეიძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დააყენოს დღის წესრიგში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, “დედლაინად” 31 აგვისტოა განსაზღვრული. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს ბლოკი, თუ დათქმულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა?
