„გირჩის” დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად.
ვინმე თუკი ცდილობს, ქართველ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში თანხების ინვესტირებაზე ააღებინოს ხელი და დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია იმსახურებს იმას, რასაც უკეთებენ.
არაფორმალური მმართველობა როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი, მათ შორის დაუშვებელია, ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა, ანუ ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიას ტროლ-ბოტები „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებისგან არაფრით განსხვავდება.
ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
