December 20, 2025

ოქტომბერი 29 2022 წაკითხვა 381 ჯერ

2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან, როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხვედრასთან დაკავშირებით.

ოქტომბერი 29 2022 წაკითხვა 429 ჯერ

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის" „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების საკითხის შეფასებისას.

ოქტომბერი 28 2022 წაკითხვა 397 ჯერ

შალვა პაპუაშვილი კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა.

ოქტომბერი 27 2022 წაკითხვა 440 ჯერ

მატარებელი დაიძრა - ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონია რუსეთთან, ფული უშოვია რუსეთში, ვინც არაფორმალურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ყველა მოექცევა სანქციის ქვეშ, მათ შორის, ქართველი ოლიგარქი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის გავლენის სუბიექტებისთვის აშშ- ის მიერ სანქციების დაწესებას.

ოქტომბერი 26 2022 წაკითხვა 818 ჯერ

ვერ წარმომიდგენია, ჯარის პოპულარიზაციას ვინმე აზიანებდეს, თუმცა ამ პროცესის მასობრივი წინააღმდეგობა მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ოქტომბერი 25 2022 წაკითხვა 550 ჯერ

ჩვენ არ დავიშურებთ ყველგან ძალისხმევას, ყველა პლატფორმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეის შეჯამებისას განაცხადა.

გვერდი 395 სულ 727
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.