ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვერთიანდებით. ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტურად არ აინტერესებს არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, არც მისი ჯანმრთელობა და არც მიხეილ სააკაშვილი. უბრალოდ ახლა ცდილობენ, სააკაშვილი, როგორც ბოლო კოზირი, პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრდა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტურად არ აინტერესებს არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, არც მისი ჯანმრთელობა და არც მიხეილ სააკაშვილი. უბრალოდ ვინაიდან თვითონ გაკოტრდნენ და მათი რეიტინგი ნულზე დავიდა, ვინაიდან ერთმანეთს დაეტაკნენ და ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასული, ახლა ცდილობენ, სააკაშვილი, როგორც ბოლო კოზირი, პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ. რამდენად გამოუვათ, თავად დაინახავთ.
რაც შეეხება მათ მიერ შესაძლო რადიკალურ ზომებს, მათ რომ რადიკალური ზომების მიღების თავი ჰქონოდათ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. ხან ცხელი გაზაფხულით იმუქრებიან, ხან ცხელი ზაფხულით, შემოდგომით და ხან ზამთრით, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. სწორედ ამიტომ, უცხოელი მფარველები უკვე ხედავენ, რომ გაკოტრდნენ. ახლა იქიდან ჩაერთნენ უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გაკოტრდა „ნაციონალური მოძრაობა“, გაკოტრდა რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის აზრები, ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ და რაღაცით იტივტივონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არა აქვს და საზოგადოების უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველო სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობის დროს მოწამლეს“ (ავტორი - იზაბელ ლასერი).
აფხაზეთის ომში დაღუპული 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
