ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ, ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მე და ჩემი ფრაქციის წარმომადგენლები ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა.
ადამიანის უფლებებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს განვიხილავთ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ახალ დოკუმენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ დაამტკიცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 2022-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე იმსჯელეს.
გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება, ეს არის მტრული განზრახვა, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.
