ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრი „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა.
დავუშვათ და მამუკა მდინარაძის ვერსია სწორია, რომ ლობისტური კომპანია დაიქირავეს, ეს რას ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი საპატიმროში უნდა გარდაიცვალოს, ცუდად არ არის? რისი გასაბათილებელი არგუმენტია? თუ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საქალასასამართლოდან „ვივამედამდე“ ზუსტად ერთი კილომეტრია და წაეყვანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ევროკავშირში გაწევრების გაიოლებული პროცედურა არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი ნიშნავს თანაზიარ ვალდებულებებს, ანუ პროცესის მონაწილე მხარეებს თავიანთი ვალდებულებები აქვთ და იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო საახალწლო სლოგანს, რომელიც წელს "მშვიდობის ქალაქია". მისი თქმით, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა სცადა სლოგანი წარმოეჩინა, "როგორც ნიშნისმოგება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ".
