“მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
“მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან საუბარი არ არის პიროვნებებზე, ეს არის ტრადიცია და ისტორიული მემკვიდრეობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველოს საპატრიარქოს ბევრი პრობლემა დახვდა, მაგრამ ყველა გადალახა.
“დღეს მთავარ მიმართულებად შერჩეულია საპატრიარქოში დაპირისპირების ინიცირება. სამწუხაროდ, ამაში გარკვეული სასულიერო პირებიც არიან ჩართული, მაგრამ იმ ზღვა ხალხის შეკვეთა სხვაა, რომელმაც ჩვენს პატრიარქს პატივი მიაგო. ქართველთა შეკვეთაა, რომ ეკლესიაში შენარჩუნებული იყოს კონსენსუსი და საკუთარი ქვეყნის მიმართ პატრიოტული დამოკიდებულება. ეს ის სიმბოლოა, რომელიც ეკლესიას მოჰყვება და რის გამოც მისი რეიტინგი უცვლელად მაღალია. რასაკვირველია, ამის შერყევის მცდელობაში ცალკეული გამოვლინებები იქნება. ნებისმიერ ქვეყანაში რწმენა და ეკლესია ერთ-ერთი მყარი ფუნდამენტია, რაზეც სახელმწიფო, მისი სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივაც დგას. საქართველოში ეკლესიის როლი გამორჩეულია. რასაკვირველია, ეს იმ მტრებს არ აწყობთ, რომელთაც უნდათ, საქართველო ცალ ფეხზე ან მუხლებზე მდგომი იხილონ. პოლიტიკური ამოცანებია სხვა, რომელიც იმ დამოკიდებულებიდან და პათოსიდან განსხვავდება, რაც ქართველ ერს აქვს. როგორმე ამის მოშლა უნდათ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ცდილობს, როგორმე ფეხი აუწყონ იმ პოლიტიკურ ტრენდს და სცენარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შექმნილი“
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
- დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს
