მაღალია ალბათობა, რომ კეზერაშვილი სასჯელს ამ შემთხვევაშიც გადაურჩება და ამერიკელები მას გერმანელი პენსიონერების ძარცვასაც ისევე შეარჩენენ, როგორც თავის დროზე ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნი ასეულობით მილიონი შეარჩინეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ რეალურად მედიით ცოცხლობს. უკვე ბევრი წელია, „ნაცმოძრაობა“ მედიაპროექტია, რადგან მათი მედიასაშუალებები რომ არა, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნაცმოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა, - ამის შესახებ “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ ერთად მსჯელობენ.
