August 18, 2025

სექტემბერი 29 2024 წაკითხვა 297 ჯერ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 243 ჯერ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 247 ჯერ

ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, Edison Research-ის ბოლო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 236 ჯერ

დღეს თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა აქვთ და როდესაც ამ ყველაფერს არ ვეთანხმებით, გვაშანტაჟებენ სანქციებით, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით - ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების გლობალური ინტერესებია, რომელსაც ვერ და არ შევწირავთ საქართველოს ინტერესებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 305 ჯერ

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 28 2024 წაკითხვა 228 ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან, პედაგოგების ახალ სახელფასო სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ეს რეფორმა, მისი გადადგომის მიზეზი არ ყოფილა.

გვერდი 129 სულ 676
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.