December 18, 2025

დეკემბერი 26 2024 წაკითხვა 249 ჯერ

პირველივე ჯერზე, 35-ზე მეტი ადვოკატი და იურისტი გამოეხმაურა ინიციატივას და კიდევ უფრო იზრდება ჯგუფი , - ამის შესახებ მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტისა და იურისტების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკემბერი 26 2024 წაკითხვა 341 ჯერ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა.

დეკემბერი 26 2024 წაკითხვა 327 ჯერ

დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დეკემბერი 26 2024 წაკითხვა 290 ჯერ

“პროტესტი საქართველოში: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლიათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

დეკემბერი 26 2024 წაკითხვა 200 ჯერ

თუ ვიღაცა გადარეულმა დაარწმუნა, რომ ზურაბიშვილმა უნდა დაიკავოს სახელმწიფო შენობა, თან ვიღაცებთან ერთად ჯგუფურად ჩაიდინოს ეს დანაშაული, დანაშაულს რომ სასჯელი მოსდევს ხომ ყველამ იცის?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ მზად არიან დარჩნენ ორბელიანების სასახლეში და გამოაცხადონ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება.

დეკემბერი 25 2024 წაკითხვა 301 ჯერ

ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება , - ამის შესახებ „ძლიერის აქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გვერდი 131 სულ 726
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.