არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება - დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
,,რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს არ ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან” ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
„აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
