"იმერეთში შტაბი მობილიზებულია - ხუთი მუნიციპალიტეტი არის, სადაც შედარებით რთული ვითარებაა" - ირაკლი კობახიძე
რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად ვითარება უმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმერეთში არსებულ დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ორ-სამ დღეში პრობლემის დარეგულირება შესაძლებელი გახდება.
„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შტაბი არის მობილიზებული. ხუთი მუნიციპალიტეტი არის, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად, სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა, მაქსიმალურად სხვადასხვა ფორმით ცდილობს სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური.
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.
რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, რომ სრულად მობილიზებული იყოს შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეში, უკვე არსებითად, პრობლემის დარეგულირება გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
