იანვარი 16 2025 წაკითხვა 391 ჯერ

ჩამოვიდეს ეს ქალბატონი (საფრანგეთის) ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

იანვარი 15 2025 წაკითხვა 306 ჯერ

ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მის მიმართ ასეთი ქმედება ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა “ბათუმელების“ დირექტორ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

იანვარი 15 2025 წაკითხვა 273 ჯერ

ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

იანვარი 15 2025 წაკითხვა 312 ჯერ

ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იანვარი 14 2025 წაკითხვა 267 ჯერ

მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია", ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.

იანვარი 14 2025 წაკითხვა 384 ჯერ

ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი სათაურით "გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში".

გვერდი 133 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.