"სიცრუეს მოეფინება საბოლოო ჯამში ნათელი და იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში"
პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის დროზე ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც “იყო სამარცხვინო ტყუილი”.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკული “ფარას” კანონი დიდად არ მომწონს, თავად ამ კანონპროექტის ინიცირების იდეა ძალიან მომეწონა ერთი მარტივი მიზეზის გამო, გახსოვთ ურცხვი ტყუილი, რომელსაც ავრცელებდა ამერიკის ყოფილი ელჩი „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ეს იყო სამარცხვინო ტყუილი. დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა, აქედან გამომდინარე, პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე. დანარჩენს დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ეს კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, თუმცა სიცრუეს მოეფინება საბოლოო ჯამში ნათელი და იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. მით უფრო აქტუალურია ეს ყველაფერი, რომ დღეს აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს იმ დანაშაულებრივ მიზნებზე, რომლებსაც ემსახურებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების დაფინანსება, აქედან გამომდინარე, აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ამ კანონის და პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა