საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "გარიგება არ იქნება". ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
[საქართველოს] მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც გაუკვალავია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან კარგადაა ნაცნობი ავტორიტარულ სახელმწიფოებში. თუმცა არასდროს არ არის ძალიან გვიანი კურსის შესაბრუნებლად, რეპრესიული კანონების გასაუქმებლად, შეკრების თავისუფლების დასაშვებად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, და პოლიციის ანგარიშვალდებულებისთვის, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
აშშ და სომხეთი ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ფაშინიანი წერს, რომ ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა “მთავარ ეტაპს” აღწევს და საქართველოსთან პარტნიორობაზე საუბრობს.
„ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ.
