,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რომელიღაც ევროპელ ბიუროკრატს ქართველი ხალხის არჩევანი რომ არ მოეწონა და მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სწორედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხის განხილვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
,,შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო, ეს ფარისევლობა რომ დასრულდეს ველოდებით კონკრეტულ პასუხს საელჩოსგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. საგამოძიებო კომისია აპირებს, რომ შეისწავლოს თუ რა ტიპის დარღვევები იყო,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის მიერ გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
