აპრილი 03 2025 წაკითხვა 597 ჯერ

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა სამი წლის ნაცვლად, მხოლოდ ერთი წლით შეეძლებათ. გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სახელით ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

აპრილი 03 2025 წაკითხვა 414 ჯერ

მინდა ხაზი გავუსვა, რა კრახი განიცადა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მცდელობებმა, ისე წარმოეჩინათ საქმე რომ 20 იანვრის შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ რაიმე შეიცვლებოდა -გასულია 74 დღე, ვხედავთ რომ არათუ არაფერი არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი, სამარცხვინო, რუსულ-ჩინურ ირანული რეჟიმის სასიკეთოდ, არამედ ვხედავთ რომ პირიქით მუდმივად იზრდება წნეხი ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

აპრილი 03 2025 წაკითხვა 649 ჯერ

„ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული“,-ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მამუკა ხაზარაძის განცხადების პასუხად განაცხადა.

აპრილი 02 2025 წაკითხვა 611 ჯერ

„გვჭირდება გრძელვადიანი, კარგად გათვლილი სტრატეგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორებთან მიმართებით“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს.

აპრილი 02 2025 წაკითხვა 548 ჯერ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აპრილი 02 2025 წაკითხვა 734 ჯერ

სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი წერს, რითაც მთავრობის საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

გვერდი 111 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.