„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღის გეგმებზე სასაუბროდ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 26 მაისს საქართველოს ყველა მოქალაქე „ჩაიბარებს 26 მაისს“. რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში, არ დაუკონკრეტებია.
,,ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის მიერ შანხაის თეატრთან კონტრაქტის გაფორმების საკითხზე აქცენტის გაკეთება არ სურს.
უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ, – ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ნაწამებ ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ ბაბილთან, სადაც დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დრომდე გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
