აპრილი 17 2025 წაკითხვა 534 ჯერ

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია.

აპრილი 17 2025 წაკითხვა 669 ჯერ

მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენად მზად არის თბილისი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

აპრილი 17 2025 წაკითხვა 768 ჯერ

გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზეც, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას მოსამართლემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არდასწრების გამო 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აპრილი 15 2025 წაკითხვა 780 ჯერ

ეს კომისია შექმნილია კონსტიტუციის წინააღმდეგ, ამიტომ არ ვაპირებ ანტიკონსტიტუციური ორგანოების, სრულიად გაუგებარი წარმომადგენლების, თუ თავმჯდომარეების დანაბარების აღსრულებას - მე რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს! , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურის კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

აპრილი 15 2025 წაკითხვა 764 ჯერ

83-ხმით, ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ. ამავე პაკეტის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.

აპრილი 15 2025 წაკითხვა 768 ჯერ

თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს.

გვერდი 106 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.