მაისი 19 2025 წაკითხვა 617 ჯერ

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, პროევროპელმა ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.

მაისი 19 2025 წაკითხვა 311 ჯერ

ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა,  ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. 12-ს რომ აკლდა 10 წუთი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გვქონდა, არცერთ {აქციაზე} ცდომილება ჩვენი მხრიდან, არც შეჭრა სადმე, ხელში არასდროს არაფერი არ გვქონდა, შეურაცხყოფაც კი არავის მიუყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.

მაისი 19 2025 წაკითხვა 756 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის, მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მაისი 17 2025 წაკითხვა 660 ჯერ

ძალადობის წინააღმდეგი ვარ - თვითონ [ბიძინა ივანიშვილს] ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები და დამერწმუნეთ ამაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 17 2025 წაკითხვა 482 ჯერ

ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამ წუთიერი, ხელოვნური, თავს მოხვეული, არამედ მარადიული - ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 16 2025 წაკითხვა 825 ჯერ

მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გვერდი 109 სულ 734
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.