სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩავარდა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.
imedinews-ის ცნობით, დეპუტატებმა ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი ცუდი აკუსტიკის გამო. ამის შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.
პირველი მოსმენის პროცედურა თავიდან იქნება გასავლელი.
კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.
imedinews.ge
სიახლეები
- კერძი კარტოფილითა და კამით
- ტეხასში 80-ს გადააჭარბა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
- თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
- თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა – ვინ ემუქრებოდა რიჟვაძის ოჯახს, რომლისგან დაცვას ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვს?
- “მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო” - ეკა ხერხეულიძე