თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა – ვინ ემუქრებოდა რიჟვაძის ოჯახს, რომლისგან დაცვას ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვს?
თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. “პრაიმ ტაიმმა” წერილის შინაარსი ექსკლუზიურად გაარკვია.
რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.
რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა “მისი დავალებით მოქმედებდა”. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
