კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.
კვირას, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „აია არენაზე“ გაიმართება დიდი-10-ის მე-4 ტურის თამაში. მოქმედი ჩემპიონი „აია“ მასპინძლობს რუსთავის „ხარებს“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორი – რუისის მონაკვეთზე. ერთი პირი დაიღუპა და ოთხი მსუბუქად დაშავდა.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.