ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქუთაისური საუბრები - XIX“ გაიხსნა
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერ-მკვლევრები, აგრეთვე, მეცნიერები თურქეთის უნივერსიტეტებიდან, ბათუმში თურქეთის საკონსულოს, ასევე, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე.
„ქუთაისური საუბრები - XIX“ 13 -14 ივნისს გაგრძელდება, იმუშავებს 2 პლენარული სხდომა და 10 სექცია, მოეწყობა რამდენიმე ახალი წიგნის პრეზენტაციაც.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
