კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„10 წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა – დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ მხარში დასდგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
