ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს.
„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია, დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:
დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია, წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);
შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;
ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში – თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;
ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში – გააჩერეთ ავტომობილი გზის პირას, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.
ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით ,დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;
განგაშის სიგნალის დასრულებიდან ათი წუთის შემდგომ, სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.
ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში, თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან.
• მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.
• მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს.
უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე.
ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს ვებგვერდს.
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7
+972 3 609 3206″, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი