ძალადობრივი აქციის შემდეგ ტურისტულ კომპანიას 14 000-ევროიანი ტური გაუუქმეს
ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი სოციალურ ქსელში ტურისტული ჯავშნებისა და პაკეტების გაუქმების შესახებ წერს.
ბაჟუნაიშვილი მიზეზად თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ძალადობრივ აქციებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ტურისტების თქმით, მათ მიერ ტურის გაუქმების მიზეზი საქართველოში განსხვავებული სტილის გამო მოსალოდნელი პრობლემებია.
"10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო, იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ მათ 14 000-ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ.
4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე. გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ არ ვიცი რამდენი ტურისტი.
ჰოდა მთავარი მიზეზი იცით რა არის? – "ჩვენ ჯგუფს, შეიძლება, პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო".
[...] მარტო მე არ ვარ დაზარალებული, დაზარლდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა". – წერს ბაჟუნაშვილი.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია