ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
ირლანდიის საზღვაო ძალების გემმა ხუთი დრონი შენიშნა, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიასთან ახლოს მოძრაობდნენ, როდესაც ის ორშაბათს ირლანდიაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, – ამის შესახევ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მედიის ცნობით, დანახვის შემდეგ უსაფრთხოების მასშტაბური განგაში გამოცხადდა, რადგან შიშობდნენ, რომ ეს ფრენის ტრაექტორიისთვის ხელის შეშლის მცდელობა იყო.
უკრაინულმა მედიამ ზელენსკის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის ციტირებით განაცხადა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები დრონების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა არანაირი ქმედება საჭიროდ არ ჩაითვალა.
“უსაფრთხოებაზე მასპინძელი მხარეა პასუხისმგებელი. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამან გავლენა არ მოახდინა ვიზიტზე და მასში რაიმე ცვლილების იძულებითი შეტანის საჭიროება არ არსებობდა”,- აცხადებს ლიტვინი.
როგორც მედია აღნიშნავს, დრონების ფრენებმა, რომელთა წარმომავლობაც ძირითადად უცნობია, ბოლო დროს ევროპაში საჰაერო სივრცის ოპერაციები შეაფერხა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეჭრას „ჰიბრიდული ომი“ უწოდა.
მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
