"ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის, როცა ეს შველა დროზე არ მოვა, შეიძლება, უიმედობაში ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება"
უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება, რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მთავარი აქტიური პროტესტია.
„ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას, გარდა ყველაფრისა, ახალი დანაშაულების ჩადენისთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ რეაგირებას შეიძლება დასჭირდეს წლები.
მთავარი აქ აქტიურობა და აქ მასობრივი გაპროტესტებაა და არა მხოლოდ უცხოეთის დალოდება. უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება, რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს, თუ ამასობაში აქ გავამძაფრებთ აქტიურობას, უფრო ჩქარა დადგება შედეგი ქვეყნის გარეთაც.
ასე რომ, ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა ეს შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ. ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
