"ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს" - სალომე ზურაბიშვილი
ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებებს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმები ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის მათ შვილებზეც, ვინც დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.
„არ დაიჯეროთ, რომ თქვენ შვილებს თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები ხვალ დაიცავს. ისინიც ისწავლიან ერთ სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიის შედგენილ სახელმძღვანელოთი, იმათაც შეეზღუდებათ საზღვარგარეთ უმაღლესში სწავლა (რუსეთი თუ არ არის მათი იდეალი)… ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ინფორმაციისთვის, 2026 წლიდან, საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება, რის შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.
ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებული დაანონსებული ცვლილება, სასწავლო ციკლის დასრულებამდე, არ შეეხებათ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
