რას გულისხმობს ფაკულტეტების შემცირების პრინციპი, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – მინისტრის განმარტება
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს ფაკულტეტების შემცირების პრინციპი – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
მინისტრის თქმით, რეფორმის მთავარი კომპონენტი ხარისხის გაუმჯობესებაზე კონცენტრაცია და ბაზრის მოთხოვნებზე პასუხია.
„იქნება ორი ჰაბი – თბილისი და ქუთაისი, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და ქუთაისში იქნება ყველა ფაკულტეტი. გადანაწილება იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იურიდიული ფაკულტეტის მაგალითზე, იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ის დარჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგი სასწავლო წლისთვის ეროვნული გამოცდების კონტექსტში, სამი დანარჩენი სახელმწიფო უნივერსიტეტი – ილიაუნი, სოხუმის უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთაც, ასევე, აქვთ იურიდიული ფაკულტეტები, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ. თუმცა ეს ფაკულტეტები არ გაუქმდება, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას, სანამ ის სტუდენტები, რომლებიც [უკვე სწავლობენ აღნიშნულ ფაკულტეტზე] სწავლას არ დაასრულებენ. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ამ სტუდენტებს შევთავაზებთ კონკურსგარეშე მობილობის შესაძლებლობას, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან გადავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტში. მოცემულობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება იურიდიულ ფაკულტეტზე გაჩნდეს დამატებითი კადრების საჭიროება. მთავარი კომპონენტი რა არის, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული ხარისხის გაუმჯობესებაზე და ბაზრის მოთხოვნებს ვუპასუხოთ.
რამდენიმე ადგილას ვნახე განცხადებები კონკრეტული ოპონენტების, რომლებიც ამბობენ, რომ რატომ უნდა ვიყოთ ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული. ბაზრის მოთხოვნაზე თუ არ ვიქნებით ორიენტირებული, გვექნება ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს – კონკრეტულ მიმართულებებზე ჭარბი კადრების რაოდენობა და დეფიციტური მიმართულებები. ბაზარი არის ცვალებადი, ჩვენ პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
