შიდა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, შესაძლოა, გაზარდოს ლარის მერყეობა - IMF
“შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება გაზარდოს ლარის გაცვლითი კურისის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადებაში.
ამასთან, IMF-ის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის “სასიცოცხლოდ აუცილებელია” განახლდეს სტრუქტურული რეფორმების პროცესი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს. მათ შორისაა განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესება და სასამართლო რეფორმის განხორციელება.
IMF აღნიშნავს, რომ უმუშევრობის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული უთანასწორობა საქართველოსთვის გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც COVID-19-ის გავლენით უფრო გამძაფრდა.
სიახლეები
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს