ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლებას არავის გადასცემს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეინარჩუნებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი მზად უნდა იყოს დროულად უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევებს.
ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრებმა ბელორუსის ხელისუფლებას ახალი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ესპანეთის ყველა რეგიონში ღამის კლუბები დაიხურება.
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 276 ადამიანს დაუდასტურდა.
საფრანგეთის რამდენიმე რაიონში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი ხელახლა დაფიქსირდა.
რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა - "სპუტნიკ -V"- ოფიციალურად დაამტკიცა.