"სერიოზულად მეეჭვება, რომ რუსებმა კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცეს"
რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა - "სპუტნიკ -V"- ოფიციალურად დაამტკიცა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცეს.
"იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს, "- განაცხადა ფაუჩიმ ABC News-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ თუკი და როდესაც ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები. "რუსული ვაქცინის შემქმნელებს კი ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ."
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
