"ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ" - ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლებას არავის გადასცემს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეინარჩუნებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი მზად უნდა იყოს დროულად უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევებს.
"თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რაც ქვეყანაში ხდება. ისინი ცდილობენ ნელ-ნელა შეარყიონ, ჩვენი საზოგადოება. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე, უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქედან არაფერი გამოვა. ჩვენ ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ... ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც შექმნილია კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ არ გვჭირდება უცხოური მთავრობებისა და შუამავალების დახმარება. ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობის შეურაცხყოფის გარეშე, მსურს ვთქვა: ვითარება თქვენს ქვეყანაში დაალაგეთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
