“ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.
ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა.
ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.
გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას”,- წერია სამძიმრის წერილში.
სიახლეები
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს