September 18, 2025

მაისი 31 2024 წაკითხვა 338 ჯერ

უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

მაისი 30 2024 წაკითხვა 329 ჯერ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს, 30 მაისს, სარაკეტო შეტევა იყო ყირიმზე. კონკრეტულად რომელ რაიონში და რა იყო სამიზნე, სამინისტრო არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „კიევის რეჟიმს“ გაუნადგურეს რვა ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სანაპიროსთან გზად დაიჭირეს რვა უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს ორი უეკიპაჟო კატერიც. უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

მაისი 29 2024 წაკითხვა 322 ჯერ

მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს პაციენტის, მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, სახელად ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მაისი 29 2024 წაკითხვა 365 ჯერ

დღეიდან, 29 მაისიდან, ნორვეგია რუს ტურისტებს თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს. ოფიციალურად ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ 23 მაისს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ.

მაისი 29 2024 წაკითხვა 325 ჯერ

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, ­თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით, - ასე გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

მაისი 29 2024 წაკითხვა 309 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.

გვერდი 80 სულ 350
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.